
როგორც ქეთი ბეგაშვილი აცხადებს, შორენა ნათესავებს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს.
„შორენა მამაჩემის ალალი ბიძაშვილია, უფრო მამაჩემი და მამიდაჩემი იცნობენ.
ადრე ინტერნეტით ვკონტაქტობდით, ცოტა ხნის წინ ვთხოვე შენი ბიცოლა მძიმედ არის, ლოგინად არის ჩავარდნილი, იქნებ გამონახო დრო და მის სანახავად კახეთში ჩამოხვიდე-თქო, რაზეც სასტიკი უარი მითხრა. არ არსებობს მე კახეთში ჩამოვიდეო და „ფეისბუქზე“ დამბლოკა. მანამდე იშვიათად, მაგრამ ხანდახან მომიკითხავდა ხოლმე „ფეისბუქზე“.
ჩემებისგან ვიცი, რომ ბავშვობაში ზოგჯერ ჩამოდიოდა კახეთში. რომ ყვება, თითქოს ძალიან გაჭირვებაშია გაზრდილი, ჩემებს არ სჯერათ, რადგან მამამისი კარლო ქარხანაში მუშაობდა და კარგად იყვნენ.
როგორ შეიძლება მოხუცი ქალის ნახვაზე უარი თქვა? იცით, რა მომწერა? მამაჩემიც იყო ავად და თქვენ რატომ არ მოდიოდით მის სანახავადო?
მისგან არანაირ ფინანსურ დახმარებას არ ვითხოვთ. შორენას ბიცოლა 90 წლის არის და ლოგინად არის ჩავარდნილი, ადრე ტელევიზორში ნახა ფილმი შორენას მონაწილეობით და თქვა, ნეტა მაგის თავი მანახაო, ამიტომ მივწერე და ვთხოვე კახეთში ჩამოსვლა,“ - აცხადებს ქეთი ბეგაშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით შორენა ბეგაშვილი აცხადებს, რომ ასეთ ნათესავებს არ იცნობს.
„ვინც კი ბეგაშვილია, მწერს შენი ნათესავი ვარ და რატომ არ გვნახულობო. მე ჩემს ნამდვილ ნათესავებთან მაქვს ურთიერთობა და ესენი არ ვიცი, აქამდე სად იყვნენ? არ ვიცოდი ამდენი ნათესავი თუ მყავდა. შეიძლება შორეული ნათესავები ვართ, მაგრამ თვალით არ გვინახავს ერთმანეთი.
ადრე რომ მწერდა ეგ გოგო, დედაჩემს ვკითხე და მანაც მითხრა, არ ვიცნობო. ჩემი ნამდვილი ნათესავი დედაჩემს ურეკავს, როცა დახმარება სჭირდება, ჟურნალისტს არ მიწერდა. რომ მიჭირდა, მაშინ რატომ არ მყავდა ამდენი ნათესავი? ღმერთმა ამრავლოს,“ - აღნიშნა მან.
ambebi.ge