
დღეს რუსთველის თეატრში, "ქართული ხმები"-ს წევრის დავით გოგიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო - "ერთად გავიხსენოთ თავგასა" უნდა გამართულიყო, თუმცა დარბაზში დავით გოგიაშვილის სიდედრი, წამყვან სალომე გოგიაშვილის ბებია გარდაიცვალა, რის გამოც კონცერტი ჩაიშალა.
ინფორმაციას "პრაიმტაიმნიუსი" ავრცელებს. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით და კულტურის დაძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართებოდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ: ქართული ხმები - ძველი და ახალი თაობა,ფორტე,თეატრალური კვარტეტი,შვიდკაცა,ნუკრი კაპანაძე,ნატო მეტონიძე,მერაბ სეფაშვილი,დათო გომართელი,გიო ხუციშვილი,აჩიკო ნიჟარაძე,დათუნა სირბილაძე,ლადო ჯანელიძე,ივიკო საყვარელიძე,ნიკო ლეკიშვილი,მერაბ მახარაძე,გია კორკოტაშვილი და სხვები".