
მომღერალ ნუცა ბუზალაძის თქმით, არ სურს როცა ისვენებს, მისი იდილია ვინმემ დაარღვიოს.
„არ იციან, სად ვცხოვრობ და აქედან გამომდინარე, კართან თაიგული არავის დაუტოვებია.
მისამართს არავის ვეუბნები. სახლში ყველაფრისგან ვისვენებ და ამ დროს ჩემი იდილია ვინმემ რომ დაარღვიოს, არ მომეწონება.
საერთოდ, როცა ადამიანი არ მოგწონს და მით უმეტეს, არ გიყვარს, მისთვის მადლობის გადახდა იოლია.
მეც ზრდილობიანად ვუხდი ხოლმე მადლობას, კომპლიმენტებისა და ყურადღებისათვის“, - განაცხადა ნუცა ბუზალაძემ.
„გზა“