
ჯგუფ „ფრანის“ სოლისტი გაგა ჩიხლაძე ამბობს, რომ დროის უქონლობის გამო, წიგნების კითხვით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა მათ ხშირად იპარავდა.
„სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ წიგის საკითხავად დროის გამონახვას ვეღარ ვახერხებ, ძალიან ჩამოვრჩი და აღარ ვიცი, ეს დანაკლისი რითი ავინაზღაურო.
ბავშვობაში წიგნის კითხვას თამაში და გართობა მერჩივნა. მშობლები ამის გამო ხშირად მეჩხუბებოდნენ. მამა ნაკითხი კაცია, დედა - პედაგოგია.
წასაკითხ ლიტერატურას მირჩევდნენ, მაგრამ მათ რომ უნდოდათ, ისეთი აქტიური მკითხველი მაინც არ ვიყავი...
არაერთხელ მომიპარავს, სტუდენტობისას პიესებით, დრამატურგიით დავინტერესდი.
დოსტოევსკის, ბულგაკოვის, შექსპირის ტომეულებს რომ მივადექი... მოპარული წიგნებისგან ბოლოს კარგი ბიბლიოთეკა გამომივიდა“, - განაცხადა გაგა ჩიხლაძემ.
„გზა“