
ბოლო რამდენიმე დღეა, „ფესბუქის“ პირად გვერდებზე მომღერალი ნინა წკრიალაშვილი და მისი სტილისტი, მიშა გასიტაშვილი უცხოეთში ერთად გადაღებულ ფოტოებს ათავსებენ.
როგორც გაირკვა, ისინი ერთი კვირით ამსტერდამში იმყოფებიან.
„ვინაიდან მე და ნინა, სამოგზაუროდ ერთად ხშირად დავდივართ, დაგეგმილი გვქონდა აქ გამომგზავრება.
მერე ამას ისიც დაემთხვა, რომ მეგობარმა, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა კიკბოქსინგში გიგა ჭიკაძემ, რომელიც ამსტერდამში მაღალი რანგის სპორტსმენია, თავის შეჯიბრებაზე, 27 სექტემბერს მიგვიწვია.
ისეთი რამ მოხდა, რომ გიგას მოწინააღმდეგემ, რომელიც რინგზე მის პირისპირ უნდა გამოსულიყო, რატომღაც უარი თქვა ასპარეზობაზე, მასთან ვერ იჩხუბა, რაც გიგას მოგებაში ჩაეთვალა...
ახლა ემზადება, რომ რუს კიკბოქსინგელს შეხვდეს. მიხარია, რომ აქ ასეთი წარმატებული კაცი გვყავს. არადა, სულ რაღაც 25 წლის არის და ამდენი რამ მოახერხა.
მე და ნინა და-ძმასავით ვართ. ჩემზე მისი შვილიც არ ეჭვიანობს. ვისაც ამ ურთიერთობაში ეჭვი ეპარება, ვეტყვი, რომ ჩვენ შორის ინცესტი არ მოხდება (სიცილით ამბობს). საოცარი და-ძმა ვართ...“ - ამბობს მიშა გასიტაშვილი.
ambebi.ge