
„ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი გმირი რამდენიმე თვის წინ ფართო საზოგადოებისგან უჩუმრად მსახიობ გიგა ცერცვაძეზე გათხოვდა და მალე პატარას ელოდება.
„ერთმანეთი მრავალი წლის წინ გავიცანით. დიდი ხანია რაც ურთიერთობა გვაქვს. აქამდე მეგობრობა გვაკავშირებდა.
ურთიერთობიდან, სადღაც 7 თვეში გადავწყვიტეთ დაქორწინება.
ჯერჯერობით ჩემ შვილს და მეუღლეს კარგი ურთიერთობა აქვთ და მომავალში ვნახოთ. რაც შეეხება ურთიერთობის გასაიდუმლოებას, თავიდან ასე გადავწყვიტეთ, რომ მოდი, იყოს დამალული და ჩუმი, მარტო ჩვენ შორის, არავინ იცოდეს და მერე, თუ მივედით იმ ეტაპამდე, რომ გამოაშკარავება საჭირო გახდა.
მანამდე გვინდოდა, ჩვენი პატარა სამყარო გვქონოდა, სადაც ვიქნებოდით მხოლოდ ჩვენ და სხვა არავინ ჩაერეოდა მასში. ჩვენთვის გვქონდა ნაჭუჭი შექმნილი, სადაც ვცხოვრობდით წყნარად და ბედნიერად. ეს რაღაცით ზღაპრულ სამყაროს ჰგავდა, რადგან აბსოლუტურად მოწყვეტილები ვიყავით ყველაფერს.
კი, სადაც ხშირი ურთიერთობები გვაქვს, იქ არ გამოდიოდა დამალვა. თეატრში უფრო ხვდებოდნენ ყველაფერს. ძალიან ახლობლებს დავუმალე, უახლოეს დაქალებს და მეგობრებსაც არ ვუთხარი. აქედან გამომდინარე, უცხოების აზრი ნაკლებად მაინტერესებს.
ჩემმა მეგობრებმა მითხრეს საყვედური, მაგრამ როცა ავუხსენი, თუ რა კარგად ვგრძნობდი თავს, იმ ჩემს სამყაროში, როცა ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, ყველას ესმის ამ გადაწყვეტილების მიზეზი. როცა უკვე ცნობადი გახდა ამ ყველაფრის შესახებ, ამან ცოტა დამაბნია, რადგან ის სამყარო დამერღვა და გამოვედით სააშკარაოზე. ის გაცილებით მერჩივნა.
ამ ყველაფერს დისკომფორტი არ შეუქმნია, უბრალოდ ჩვენი მყუდროება დაირღვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობილ ადამიანებს ნაკლებად გამოსდით, მე ეს გამოვიყვანე და თან, საკმაოდ კარგადაც“, - განაცხადა მსახიობმა.
„თბილისელები“