
პოპულარული ქართული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ პროდიუსერები ეპიზოდური როლებისთვის გოგონების და ბიჭების შერჩევას იწყებენ.
„მეგობრებო, როგორც ყველაზე სეზონის დასაწყისში, ახლაც გვჭირდება ეპიზოდურ როლებში მონაწილე გოგო-ბიჭები!
სერიალში მონაწილეობის მსურველმა,18-40 წლამდე ასაკის ადამიანებმა გამოგზავნეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, ფოტოსურათი და საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე daqalebifb@gmail.com .
ცნობისთვის: „ჩემი ცოლის დაქალების“ მეექვსე სეზონი 15 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 22:00 საათზე იწყება“, - აღნიშნულია განცხადებაში.