
ჟურნალისტმა ვიქტორ სედიუკმა ვარსკვლავურ მსხვერპლთა სიას ფოტომოდელი და მსახიობი კიმ კარდაშიანი შეჰმატა.
შემთხვევა პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე მოხდა, სადაც კარდაშიანი მეუღლესთან ქენი უესტთან ერთად იმყოფებოდა.
მსახიობი ავტომობილიდან გადმოდიოდა, როდესაც სედიუკი ეცა და წაქცევა მოუნდომა. სიტუაციის განმუხტვა კიმის დაცვამ მოახერხა, რომელმაც უკრაინელი შეშინებულ კარდაშიანს ჩამოაცილა. Fox News-ის ინფორმაციით, ამ ინციდენტის გამო სედიუკი არ დაუკავებიათ.
ბოლოს ვიქტორ სედიუკი 28 მაისს ფილმ „მალეფისენტას“ პრემიერაზე ბრედ პიტსს დაესხა თავს. ამის გამო 5 ივნისს ლოს-ანჟელესის სასამართლომ მას 3 წლით პირობითი პატიმრობა და გამოსასწორებელი საზოგადოებრი სამუშაო მიუსაჯა.
სასჯელის პირობის თანახმად, ვიქტორი 17 დღის მანძილზე ქალაქის ტუალეტებს წმენდდა და გაზონებს კრეჭდა. ამის შემდეგ სკანდალურმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სურდა მთლიანად შეეცვალა თავისი ცხოვრება, უახლოეს მომავალში აშშ-ს დატოვებას და ლონდონში მოდელის კარიერის დაწყებას გეგმავდა.
სხვადასხვა წლებში სედიუკმა მრავალი თავსატეხი გაუჩინა ვარსკვლავებს: ცდილობდა მოჰხვეოდა ბრედლი კუპერსა და ლეონარდო დი კაპრიოს, სურდა ეკოცნა უილ სმიტისა და ბრედ პიტისათვის, კაბის ქვეშ შეუძვრა მსახიობ ამერიკ ფერერას.
თავის ექსცენტრიული გამოხტომების გამო უკრაინელი თავის დროზე ტელეარხ „1+1“-დან გაანთავისუფლეს, სადაც რეპორტიორად მუშაობდა.
„კვირა“