
ფილმის „ვინ მოკლა ილია“ პრემიერა რამდენიმე დღის წინ გაიმართა, სადაც ილია ჭაჭავაძის როლს მსახიობი კოტე თოლორდავა ასრულებს.
მსახიობის თქმით, ამ როლის განსახიერებით უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა.
„ვიცით, რომ არსებობდა ორი სასამართლო: ერთი მეფის რუსეთის და მეორე - საბჭოთა რუსეთის.
ფილმში მესამე მიმართულებას მივყვებით, რომელიც არის ამ ორი სასამართლო საქმისა და დამატებით, მოწმეების გამოკითხვაზე დაფუძნებული.
ბევრი ნიუანსია, რომელიც თავის დროზე არ გამომზეურდა და ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოება ახლა გაიგებს“, - აღნიშნა კოტე თოლორდავამ.
„გზა“