
ტელეწამყვანის თქმით, უსამართლობას ხშირად აწყდება, თუმცა წყენას მალევე ივიწყებს.
„ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა ტყუილი რატომ უნდა თქვას? მგონია, ყველა სიმართლეს მელაპარაკება.
ადამიანს, რომელიც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მომატყუებს, ისევ შემიძლია ვენდო. წყენა ძალიან მალე მავიწყდება...
შემთხვევას გააჩნია, როცა უსამართლობას ვაწყდები, შემიძლია დაჩაგრულს გამოვექომაგო, ძალიან ემოციური ვარ...
მტრები მყავს. უფრო სწორად, მათ არაკეთილმოსურნეებს დავარქმევდი. მათ „ვაიგნორებ“, ჩემი უყურადღებობით განვაიარაღებ“, - აცხადებს თიკა ფაცაცია
„გზა“