
მსახიობ გოგა ბარბაქაძის თქმით, არ არის გამორიცხული „ტვ11“-ზე „შუა ქალაქის“ გუნდი შეიკრიბოს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის ინიციატორი დავით გოგიჩაიშვილია, რომელიც სერიალის აღდგენას ცდილობს.
„შუა ქალაქმა“ მართლაც პოპულარულებად გვაქცია. სამწუხაროდ, თეატრს ასეთი რამ არა ახასიათებს.
ვამაყობთ, როცა ხალხი თითსა და ჩვენსკენ მომართულ ბედნიერ თვალებს ვხედავთ, რაც ამ სერიალის დამსახურებაა. განმეორებით გადის და ახლაც კი უზარმაზარი რეიტინგი აქვს. მალე რაღაც ახალი მოხდება...
ალბათ „ტვ11“-ზე და იგივე გუნდი შევიკრიბებით, თუ არა და, აზრი არ ექნება. ეს ისევ დავით გოგიჩაიშვილის იდეაა“, - აცხადებს ბარბაქაძე „სარკესთან“ საუბრისას.
„დრომ არჩვენა, რომ ერთად საოცარი გუნდი შევიკრიბეთ. დავით გოგიჩაიშვილს ისევ უნდა ამ გუნდის აღდგენა და ვნახოთ, რა იქნება.
ახალი გეგმები აქვთ. შეიძლება ისევ „შუა ქალაქი არ ერქვას, ჯერ არ ვიცით“, - დასძინა მაია დობორჯგინიძემ.
„სარკე“