სალომე ტეტიაშვილი და დები ხანჩალიანები ერთად იმღერებენ?

Image

3 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ზე მუსიკალური შოუ „ბრავო“ იწყება და ეთერში პარასკევობით გავა.

 

 

შოუს  პროდიუსერის,  გიორგი ხაბურზანიას თქმით, „ბრავოს“ კონკურსანტები  „ნიჭიერის“, „საქართველოს ვარსკვლავის“, „ჯეოსტარის“, „იქსფაქტორის“ ყოფილი მონაწილეები არიან.

 

რაც შეეხება „სელებრითებს“, ისინი პოლიტიკოსები, მსახიობები და ტელესახეები იქნებიან.

 

პირველ გადაცემაში  16 მომღერალი და 16 სელებრითი გამჭირვალე კენჭისყრის შედეგად დაწყვილდება.

 

გადაცემაში ორი დაპირისპირებული გუნდი იქნება. შემოსული ზარების საფუძველზე ფინალში რვა კონკურსანტი მოხვდება.

 

გამარჯვებულია ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს. ეთერში სულ ათი გადაცემა გავა და შოუ დეკემბრის დასაწყისში დასრულდება. გამარჯვებულს სოლიდური პრიზებით დააჯილდოებენ.

 

„შოუში მონაწილეობენ ის კონკურსანტები, ვინც მაყურებელში ინტერესს იწვევს. მათ შორის დები ხანჩალიანები დუეტად იმღერებენ, კონკურსანტია სალომე ტეტიაშვილიც...

 

შოუ მარჯანიშვილის თეატრში ჩატარდება. სცენა ბევრის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. დაემატება ღია ცის ქვეშ, ანუ არა სტუდიური ნომრები. მაყურებელი ისეთ რამეს ნახავს, რასაც სხვა გადაცემაში ვერ ნახავენ.“ - ამბობს  გიორგი ხაბურზანია.

 

„პრაიმტაიმი“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !