
მომღერალი და მისი მეუღლე გიგი ზამთარაძე 3 წლის წინ შეუღლდნენ. როგორც სალომე მბობს, პრობლემები ქორწინებიდან მალევე დაიწყო.
„ბევრი პატარ-პატარა მიზეზი გროვდება დროთა განმავლობაში და მერე ხვდები, რომ ადამიანი ვერ გიგებს. როცა ათას საკითხზე ხშირია უთანხმოება და ეს ყველაფერი არადა არ მთავრდება, ალბათ სამუდამოდაც გაგრძელდება...
სატელევიზიო ინტერვიუებში და ჟურნალებშიც ვამბობდით, რომ იდეალური ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთს კარგად ვუგებდით, ოღონდ ბავშვურ რაღაცებში, ოჯახური სიტუაცია კი ვერ მოვირგეთ. მე და გიგი კარგად ვერთობოდით, ერთმანეთის კარგად გვესმოდა, ერთად ცანცარიც კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ ოჯახი უფრო სხვა თემაა.
ჩვენ გიგის დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობდით, თუმცა ეს არაფერ შუაში ყოფილა. როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვს, გჭირდება ადამიანი, რომელიც შენზე იზრუნებს, ოღონდ ეს მხოლოდ გვერდში დგომით და შენი ყურებით კი არ უნდა გამოიხატოს, სულიერად უნდა იგრძნო მისი მხარდაჭერა და გვერდში დგომა.
ჩვენ შორის კი ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა. რთულია ასეთი ადამიანის გვერდით იცხოვრო და გამუდმებით გქონდეს კონფლიქტი...
„ფეისბუქის“ გვერდზე ჩემი მამობილის გვარით ვარ და ვაპირებ, ოფიციალურად გავხდე მდივანი. ეს რატომ გავაკეთე, არ დავაკონკრეტებ“, - განაცხადა სალომე ქათამაძემ.
„სარკე“