
მომღერლის ცხოვრებაში სიახლეებია. იგი დარწმუნებულია, რომ საკუთარი მონაცემების წყალობით ტელეწამყვანის ფუნქციას კარგად შეითვისებს.
„სექტემბრიდან ერთ-ერთ ტელეარხზე გადაცემას წავიყვან. ამ ამპლუაში არასოდეს ვყოფილვარ, ექსპერიმენტია და ვნახოთ, რა იქნება.
ყოველ შემთხვევაში, საკუთარი თავის იმედი მაქვს და სიახლის არ მეშინია. რადგან თუ რამეს ვკიდებ ხელს, ყოველთვის ყველაფერი გამომდის...
მეგობრებთან ერთად ორი დღით მაინც აუცილებლად წავალ „კაზანტიპზე“. არ მესმის რატომ არავინ უსვამს ხაზს იმას, რომ იქ სპორტული შეჯიბრებებიც გაიმართება. ტელევიზორს ვუყურებ და ამ ფესტივალს შავი პიარი უკეთდება, ვიცინო თუ ვიტირო აღარ ვიცი.
ვისაც ცუდი რამის გაკეთება უნდა, „კაზანტიპს“ აღარ დაელოდება, ისედაც გააკეთებს“, - განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა.
„სარკე“