
მიშა მესხისა და მომღერალ სოფო ბედიას სიყვარულზე უკვე ლეგენდები დადის.
რამდენიმე თვის წინ დიდი სიყვარულის ნიშნად მიშამ სოფოს მანქანა აჩუქა. ამჯერად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიშა მესხი ხშირად სტუმრობს იმ რესტორანს, სადაც სოფო მღერის და თაყვანისმცემლებს მასთან ფოტოს გადაღების უფლებას არ აძლევს.
ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა თურმე მიშა ისე გაღიზიანდა, რომ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.
„ამ ამბავში მხოლოდ ერთი რამაა მართალი. რესტორანში სადაც სოფო მღეროდა, უზრდელურად მოიქცა ერთ-ერთი მსმენელი და საკადრისი პასუხიც მიიღო. მაგრამ ქაჯი არ ვარ, სოფოს თაყვანისმცემელს, ვისაც მასთან ფოტოს გადაღება უნდა, არ ავუკრძალავ.
სოფო ცნობილი ადამიანია. არავინ რომ არ იცნობდეს და მასთან სურათის გადაღება ითხოვს ვინმემ, მაშინ ადეკვატური რეაქცია მექნებოდა, მაგრამ ცნობილი გოგოა, სანამ მე გავიცნობდი, მანამდეც ასე იყო.
სოფოსთან ადამიანები სურათებს იღებდნენ და მომავალშიც გადაიღებენ. ამაში ცუდი არაფერია. იმ ადამიანს, კი ვინც ჩემგან საკადრისი პასუხი მიიღო, სურათის გადაღება კი არ უნდოდა, არაკორექტულად მოიქცა,“ - აღნიშნა მიშა მესხმა.
reitingi.ge