-
2014-08-26 11:56
გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინელ მომღერალთან „ლავ სთორის“ შესახებ, „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი გურამ ლომიძე კატეგორიულად უარყოფდა.
თუმცა „ყინული გალღვა“ და გურამიკოც და ივანა მელაიც საკუთარი გრძნობების შესახებ ჟურნალისტებთან ალაპარაკდნენ.
გურამ ლომიძეს პირველი ქორწინებიდან, ხატია შამუგიასთან, 12 წლის ნიკა ჰყავს, მეორე შვილი, ლიამი, ამერიკელ მეუღლესთან შეეძინა, რომელსაც უკვე დიდი ხანია დაშორდა.
„ახლა ამერიკაში ვარ, რამდენიმე თვით ჩამოვედი და ჩემს ძველ საქმიანობას დავუბრუნდი, ალბათ, ცოტა ხანში ისევ საქართველოში ჩამოვალ. ამერიკაში გადამზიდავ ბიზნესში ვარ ჩართული და ჩემი კომპანია მაქვს...
მე და ივანამ მაგარი დრო გავატარეთ ევროპაში, სენ-ტროპეში ვისვენებდით. მერე უცებ გადავწყვიტეთ გვემოგზაურა და სხვადასხვა ქალაქს ვესტუმრეთ. მონაკოში ერთი დღე გავჩერდით, შემდეგ იტალიაში გადავედით და პორტოფინო მოვინახულეთ.
იქაც ერთი დღე გავჩერდით და შემდეგ ფლორენციაში ჩავედით. ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა. შემდეგ მილანი, რომი...
ახლა ივანა საქართველოშია. ძალიან ძნელია ამხელა მანძილით დაშორება, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ცოტა ხანს გაგრძელდება და მალე ერთად ვიქნებით...
შეყვარებული ვარ ქალზე და ის ძალიან მიყვარს. ივანა ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალია, უმაგრესი ადამიანი.
34 წლის ვარ და ისეთი პერიოდი მაქვს, მშვიდი, წყნარი ცხოვრება რომ უნდა მოვიწყო.
საქართველო ძალიან მიყვარს და ყოველთვის მენატრება. მეგობრების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ასე რომ, ორივე კონტინენტზე ვიცხოვრებ. ვფიქრობ, დედამიწა არცთუ ისე დიდია, რომ კითხვაზე: საიდან ხარ? – უპასუხო – დედამიწიდან...“ - ამბობს ყურებამდე შეყვარებული გურამიკო.



reitingi.ge