
მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ დაოჯახების შესახებ თიკას მხრიდან გავრცელებული ხმები, სიმართლეს არასდროს შეესაბამებოდა.
„მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ალბათ პატარაა და საყვარლობს. პირადად მე არ მომწონს ასეთი ხუმრობა და ეს საზოგადოებისთვისაც მიუღებელია.
რამდენჯერმე ვურჩიე, რომ ეს საზოგადოებას გააღიზიანებდა, მაგრამ ზოგადად ეს ჩემი საქმე არაა. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. ჩვენ ერთმანეთს შვილმა დაგვაკავშირა და მთელი ცხოვრება მოგვიწევს ერთმანეთთან ურთიერთობა.
თიკას ძალიან ვაფასებ. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს, მთელი ცხოვრება გვერდში ამოვუდგები და კარგ რჩევებს მივცემ, მისი საქმეა, გაითვალისწინებს თუ არა“, - აღნიშნა ბექა ხოფერიამ.
„რეიტინგი“