ერთი უმადური ქალის გამო ნანუკა ჟოჟოლიანს აგინეს

Image

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე იმ ინციდენტის შესახებ წერს, რომელიც პირადად მას გადახდა თავს.

 

 

„ნახალოვკაში შუქნიშანზე ვიდექი, აი, მარცხნივ რომ სადგურივით არის და ვხედავ კაცი გამეტებით, ძალიან გამეტებით სცემს ქალს.

 

ოღონდ გვერდით დგანან ბევრი კაცები (სავარუდოდ მძღოლები, ტაქსები დგას იქვე) და არავინ ადგილიდან არ იძვრის! გაბრაზებული გადავხტი. ისედაც მოკლე სარაფანა ამ ქალს წელს ზემოთ ასვლია! იმ კაცმა ხო მაგინა, ვინ გეკითხებაო:)) თან უცნაური გინება კი ცოდნია.

 

ეს ქალი მანქანაში ჩავისვი და მოკლედ ვუთხარი, ცოტა წინ გაგიჩერებთ-თქო, არაო, აქ და აქ მიმიყვანეო, მისამართი ვერ გავიგე, აგიხსნიო, გზაში ვეკითხები- პოლიციას რატომ არ დაუძახეთ-თქო და მაგარმა გაბრაზებულმა მითხრა: მეტი საქმე არ მქონდა, კაცს დავაჭერინებდიო.

 

ოღონდ იმ კაცზე ამბობს, გულით რომ სცემდა რამდენიმე წუთის წინ, ჩანთაც წამართვაო და მოკლედ, რომ ვუჩერებ, ბოლოს სადაც მიმაყვანინა თავი, ვხედავ, უკან რაც მედო, ყველაფერი ხელში ეჭირა. ბევრი არაფერი, მაგრამ... მადლობაზე ზედმეტია ლაპარაკი და კარებიც მაგრად მოაჯახუნა...

 

ხოდა, ამ დროს კი ვერ გაიგებ, უნდა გააჩერო, თუ უნდა გაიარო..!!!! რომელი ჯობია, ვერ გაიგებ ამ ქვეყანაში!

 

ანუ საზოგადოება ამ დროს დახმარებას არ ითხოვს! ალბათ ფიქრობდა, რომ თვითონაც მოაგვარებდა პრობლემას.

 

დარწმუნებული ვარ, ეს ქალი ფიქრობს, რომ ჩემი საქმე არ იყო, რაშიც ჩავერიე!

 

ქალებს რაღაც პრობლემები აქვთ! რას ქვია პოლიციაო, ისე მითხრა, დაბნეული ვუყურებდი. ანუ ფიქრობდა, რომ ცემა არაა პრობლემა", - წერს ჟორჟოლიანი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !