რითი შოულობენ ფულს ქართველი ვარსკვლავები

Image

ძირითადი საქმიანობის გარდა, ქართველი ვარსკვლავები სხვა საქმითაც არიან დაკავებული, რამდენიმე მათგანი კი ბიზნესშია ჩართული, თუმცა ხმამაღლა ამაზე ცოტა ლაპარაკობს.

 

 

ხატია სიჭინავა

 

ხატია სიჭინავა წლებია ეკრანზე, ტელეწამყვანის რანგში აღარ გამოჩენილა. რამდენიმე თვის წინ „ტვ3“-ზე აპირებდა გადაცემის დაწყებას, თუმცა მოსამზადებელი პერიოდი დიდხანს გაგრძელდა, გადაცემის ეთერში გასვლას კი საშველი არ დაადგა, ამიტომ ტელეწამყვანმა უარი თქვა არხთან თანამშრომლობაზე.

 

ხატია 2 შვილის დედაა, მესამეს ელოდება. ის ამჯერად საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. დაახლოებით ერთი წლის წინ მეუღლემ, რამაზ ნოზაძემ საჩუქარი გაუკეთა და ვაკეში მდებარე, პრესტიჟული სილამაზის ცენტრი „ბოდი იმიჯი“ აჩუქა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, იმ პერიოდში, როცა ხატიას ქმარმა აღნიშნული სილამაზის ცენტრი აჩუქა, იქ არც თუ ისე კარგად მიდიოდა ბიზნესის საქმე, მაგრამ ტელეწამყვანმა მოახერხა და დღეს ბიზნესი წარმატებულად აქვს აწყობილი.

 

სალომე ღვინიაშვილი

 

მოდელი სალომე ღვინიაშვილი ბიზნესში რამდენიმე თვის წინ ჩაერთო და საბურთალოზე კაფე გახსნა. სალომეს კაფე იმით არის გამორჩეული, რომ იქ მხოლოდ დიეტური კერძების მირთმევა შეგიძლიათ.

 

„ფიტკაფეში“ სალომეს თქმით, ჯანსაღი და დაბალკალორიული საკვები იყიდება, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც უნდა სასწრაფოდ ჩადგეს ფორმაში და სასურველი წონა შეინარჩუნოს.

 

მიმტანების შესახებ ვაკანსია სალომემ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაცხადა, რასაც მამულიჩა, მიშა ბაღათურია, გიორგი ჩიქოვანი და სხვა ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ. ისინი ხელფასით დაინტერესდნენ.

 

ზოგმა პირდაპირ სამსახურში აყვანა ითხოვა, თუმცა სალომემ მხოლოდ მიშა ბაღათურიას უთხრა თანხმობა დასაქმებაზე.

 

დათო გომართელი

 

დათო გომართელი თბილისში წარმატებულ ბიზნესმენად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, ის არაერთი კომპანიის მფლობელია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გომართელის საკუთრებაა პოპულარული ღამის კლუბი „სითი კლუბი“ და „სქაი ბარი“.

 

ბოლო დროს „სითი კლუბის“ ბიზნესი წარმატებულად ვეღარ მიდიოდა, ამიტომ ამჯერად კლუბის რებრენდინგი მიმდინარეობს. რაც შეეხება დათო გომართელის სხვა ბიზნეს საქმიანობებს, მომღერლის საკუთრებაშია ოთხი კომპანია: შპს Outdoor Service Company, შპს „სითი ენთერთაიმენთ“, „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ და შპს „DG-MUSIC“.

 

გიო ხუციშვილი

 

წლებია გიო ხუციშვილი წარმატებით მოღვაწეობს ბიზნესში. რამდენიმე წლის წინ იმასაც ამბობდნენ, რომ მას კაზინო „აჭარაშიც“ ჰქონდა საკუთარი წილი და 10 პროცენტის მფლობელი იყო, თუმცა მაშინ გიომ ეს ინფორმაცია უარყო.

 

გიო ხუციშვილის საკუთრებაშია საბურთალოზე, აჭარასთან მდებარე რესტორანი „სტუმრად გიოსთან“, რომელიც მომღერალმა რამდენიმე წლის წინ გახსნა და დღემდე წარმატებულად მუშაობს.

 

რამაზ ნოზაძე

 

სპორტსმენი რამაზ ნოზაძე ბიზნესში რამდენიმე წლის წინ ჩაერთო. ის რამდენიმე მაღაზიის მფლობელია, ამბობენ, რომ „ევროპა ბეთის“ ერთ-ერთი მეწილეც არის. რამდენიმე თვის წინ რამაზის მაღაზია დააყაჩაღეს.

 

უცნაურია, მაგრამ მაშინ, როცა რამაზის მაღაზია დააყაჩაღეს, ნოზაძე-სიჭინავას წყვილს სახლიც გაქურდული დახვდათ. გაიხსნა თუ არა ერთ დღეს მომხდარი ქურდობის და ყაჩაღობის ფაქტი, ჩვენთვის უცნობია.

 

ქრისტინე იმედაძე

 

ქრისტინე იმედაძე მოკრძალებულ ბიზნესში რამდენიმე თვის წინ ჩაერთო. მომღერალი და ტელეწამყვანი ქუდებს ქსოვს, მაღაზიაში აბარებს და დამატებით შემოსავალს ამით იღებს.

 

ამბობენ, რომ ქრისტინეს ნამუშევრებით რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიც მოიხიბლნენ, რომელთაც ქეთა თოფურიამ აჩვენა მეგობრის ქუდები.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტინე აპირებს საკუთარი ბიზნესი გააფართოვოს და მის მიერ მოქსოვილი ქუდები და სხვა აქსესუარები საქართველოს გარეთაც ჩაეშვას გაყიდვაში.

 

როგორც მათმა მეგობარმა გვითხრა, ქეთა თოფურიას ქმარი, ლევ გეიხმანი აპირებს მოსკოვში ქეთას და ქრისტინეს მაღაზია გაუხსნას.

ambebi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !