
ხატია სიჭინავამ ჯერ მანქანა იყიდა და მართვის სწავლა მერე დაიწყო. მეორე მანქანა მეუღლემ უსახსოვრა. მეორე შვილს ახალი სიურპრიზი მოჰყვა, ახალი მანქანის სახით.
დღეს ტელეწამყვანი კვლავ ფეხმძიმედ არის და დღე-დღეზე ბავშვს ელოდება, ამიტომ კატეგორიულად გააფრთხილა ქმარი, მანქანის გამოცვლა აღარ მინდაო.
სიჭინავა ავტოსაგზაო შემთხვევებს იხსნებს.
„მეგობრის, ირაკლი ორდენიძის მანქანაზე ვიჯექი. აღდგომის ღამე იყო, ეკლესიიდან მოვდიოდით, ორივე დაღლილები და უძინარები.
ირაკლის ეძინებოდა და დამსვა საჭესთან. აღმოჩნდა, რომ მე უფრო მეძინებოდა. მახსოვს მხოლოდ მისი ხმა, რას შვრებიო და მეტი არაფერი, საავადმყოფოში მოვედი გონზე.
საპირისპირო გზაზე გადავსულვარ და ხეს შევეჯახე 120კმ. სთ სიჩქარით. არავის უფიქრია, რომ გადავრჩებოდით. ისეთი შეჯახება იყო, რომ მანქანა გადასაგდები გახდა. ბალიში გაიხსნა და ლამის მხარში გადამტეხა, წინა საქარე მინა თავით გავიტანე.
სულ ვამბობ, აღდგომის ღამე რომ არ ყოფილიყო, ვერ გადავრჩებოდით-მეთქი. ორი თვე ვიწექით საავადმყოფოში, ექიმებმა სიკვდილს გამოგვგლიჯეს ხელიდან. ამის შემდეგ ჩემი საჭესთან ჯდომა ისეთი წარმოუდგენელი იყო...", - აცხადებს სიჭინავა.
„საკუთარი მანქანით სამრეცხაოში, „ჩოთქები“ გავიტანე (იცინის). გამოუცდელი მძღოლი ვიყავი, არავის აუხსნია, მანქანას რომ დააყენებ, უნდა გააჩერო, მე მივადგი გაზს და გავიტანე "ჩოთქები".
სამრეცხაოს მეპატრონე გაოგნებული მომდევდა ყვირილით. ისეთი კომედია იყო, კაცს სამრეცხაო დავუნგრიე...", - იხსენებს ტელეწამყვანი.
„რეიტინგი“