
ინფორმაცია პირველ რადიოს ტელეკომპანია GDS-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა, თუმცა ვინაობის დასახელება არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი GDS ეთერში საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქშოუს გაკეთებას გეგმავდა.
მაშინ პრესაში ისიც დაიწერა, რომ გადაცემა კვირაში ორჯერ გავიდოდა და ივანიშვილის თანაწამყვანი ეკა ბერიძე იქნებოდა.
ინფორმაცია ბერიძემ არც უარყო და არც დაადასტურა. საუბრობდნენ იმაზეც, რომ GDS „მოქალაქის“ პროდიუსერობაზე რამდენიმე ჟურნალისტთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.
არც მაშინ და არც ახლა „მოქალაქის“ დამფუძნებელს ან რომელიმე მის წარმომადგენელს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.