-
2014-08-12 21:38
მომღერალმა თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ფოტო, რომელზეც მომღერალი მარიკა თხელიძე თეთრ საქორწინო კაბაშია გამოწყობილი.
თიკამ მარიკას გაბედნიერებაც მიულოცა. გაირკვა ისიც, რომ გოგონები ბავშვობიდან მეგობრობენ და ჯამბურია თხელიძის მეჯვარეა.
მარიკა თხელიძე წლებია კულტურის სამინისტროში მუშაობს და შოუბიზნესს თითქმის ჩამოშორდა.
„მარიკას რჩეული გიგა ანდრიაძეა. მას არ უყვარს ხმამაღლა იმაზე საუბარი, თუ რას საქმიანობს. წყვილი ერთმანეთს ექვსი წელია იცნობს.
დღეს საგურამოში, ერთ ერთ ტაძარში დაიწერეს ჯვარი და მოგვიანებით ქორწილიც ექნებათ,“ - აღნიშნა „რეიტინგთან“ საუბარში თიკა ჯამბურიამ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29