
კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქრისტინე იმედაძის წელს ზემოთ შიშველიფოტო ატვირთა.
მომღერალმა ფოტოს მონაწერიც გაუკეთა - „ყველაზე ლამაზი და ესთეტიკური ქრისტინე“.
ფოტოს რამდენიმე წამში უამრავი მოწონება ხვდა წილად.
თუმცა, მაიკოს და ქრისტინეს მეგობრები ეჭვობენ, არ არის გამორიცხული, მართლმადიდებლური მშობელთა კავშირი აღშფოთდეს ამ ფოტოს გამო ისევე, როგორც წინა შემთხვევაში მოხდა, როდესაც ქრისტინე ქართულ რეკლამაში გადაიღეს, სადაც მომღერალს მხოლოდ სამი მზესუმზირა უფარავს სხეულს.
ქრისტინე ამ რეკლამის გამო ბევრმა გააკრიტიკა.