-
2014-08-12 17:22
„კაზანტიპის“ ორგანიზატორები ანაკლიაში დაუვიწყარ დღეებს გვპირდებიან. ფესტივალზე აპირებს დასწრებას კლუბური ცხოვრების მოყვარული კესარია აბრამიძე.
„მსგავსი ტიპის ფესტივალები უნდა ტარდებოდეს, რადგან ჩვენი კლუბური ცხოვრება ძალიან ჩამორჩენილია და აუცილებელია, განვითარდეს.
ვაპირებ ფესტივალს დავესწრო. კლუბური ცხოვრება გადაბმულად დამღლელია, მაგრამ ერთი ორი დღით შეიძლება გაერთო. „კაზანტიპის“ ბილეთები მეგობარმა ბიჭმა ამიღო...
არ ვამბობ, ანაკლიაში ნარკოტიკები უნდა ეყაროს, მაგრამ ფესტივალის ჩატარებას დადებითად ვუყურებ.
ვყოფილვარ ბევრ მსგავსი ტიპის ფესტივალზე. ანაკლიაში ჩატარებული ''კაზანტიპი'' ჩემთვის უცხო არ იქნება,“ - განაცხადა კესარია აბრამიძემ.