
მოდელი ლენუკა ყიფშიძე ამბობს, რომ მის ძმასა და მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარზე გავრცელებული ჭორი სიმართლეს არ შეესაბამება.
„რა სისულელეა! გიორგი და ჩემი რძალი, ანი, ერთად ცხოვრობენ. ჩემი ძმის პირად ცხოვრებაში არასდროს ჩავერევი, მაგრამ ის, რომ მას სხვა ცოლი მოჰყავს, მტკნარი სიცრუეა!
ანის და გიორგის შვილი ჰყავთ და ყველანი ერთად ვცხოვრობთ. ანი ჩვენი ოჯახის რძალია!
არასასიამოვნოა ასეთი უაზრო ჭორების მოსმენა“, - განაცხადა ლენუკა ყიფშიძემ.
„სარკე“