-
2014-08-05 20:02
ჩელენტანოს ქალის მოხიბვლის ორი მეთოდი აქვს: კეთილგანწყობილი და მავნებლური.
აირჩიეთ რომელიმე – სულ ერთია, შედეგი მაინც გარანტირებულია (მით უმეტეს, თუ თქვენ მაქსიმუმ იტალიელი ხართ, მინიმუმ ტემპერამენტიანი ქართველი).
კეთილგანწყობილად - (ფილმის "სიგიჟემდე შეყვარებულის" მოტივების მიხედვით, 1981 წელი)
1. ხელში აყვანილი მოატაროთ ქალაქი და ჩაუტაროთ პერსონალური ექსკურსია თუ რომში არა, თბილისის უცხო ქუჩებში მაინც.

2. დაპატიჟეთ გემრიელ საჭმელზე.

3. გააოგნეთ თქვენი სხეულით და სპორტული მიღწევებით.

4. მოიგეთ მისთვის სათამაშო.

5. ასეირნეთ ნავით.

6. დახატეთ მისი პორტრეტი.

7. მოხიბლეთ მისი ოჯახი და გარემოცვა.

8. გამოუტყდით სიყვარულში ტელევიზორით.

9. მოუწყეთ ფანტელების ბარდნა აგვისტოში, რადგან მან ასე აიჩემა.

მავნებლურად
(ფილმის "ჭირვეულის მორჯულება" მოტივების მიხედვით, 1980 წელი)
1. მიახალეთ პირდაპირ, რომ ის ბევრად უფროსად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეში არის.

2. ჩააბით მისი საწოლი ტრაქტორს და ნახევრადშიშველი ატარეთ ქუჩაში.

3. გაულაწუნეთ სახეში ხელით და შემდეგ ვედროთი.

4. გაუქენეთ ვაზა, თუკი მან დაიწყო ნივთების სროლა.

5. არ შეაფასოთ სათანადოდ მისი ახალი, Valentino-ს კაბა.

6. ისროლეთ მისი მანქანის გასაღები ტბაში.

7. ჩაიძინეთ მასთან შუა ცეკვის დროს.

8. საქვეყნოდ გამოუტყდით სიყვარულში და სთხოვეთ ხელი.

marao.ge