
ყოფილი „მის საქართველო“ „ორ ვარსკვლავში“ მოგებული მანქანით ძალიან კმაყოფილია.
„ძალიან საყვარელი მანქანაა. საბა მყავდა ურეკში წაყვანილი. დიდ გზაზე პირველად ახლა გამოვცადე. ძალიან მასიამოვნა.
18 წლიდან საჭესთან ვზივარ. საბა რომ დამყავს, დინჯად დავდივარ. არ ვარ იმ ასაკში, რომ "ვიხულიგნო".
მოძრაობის წესებს ყოველთვის ვიცავდი. ჯარიმები მიმიღია, მაგრამ ცუდად სიარულის გამო არა, მექანიკური შეცდომის გამო.
http://primetimenews.ge/
მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბებაში 100 ლარი გადამიხდია. ვხუმრობ, ერთი ჯარიმის ქვითარი ყოველთვის უნდა მედოს მანქანაში-მეთქი. ახლა ბაკურიანში უნდა წავიყვანო საბა“, - აცხადებს ირინა ონაშვილი.