
„ახალი ტალღის“ გამარჯვებულს, ნუცა ბუზალაძეს დაჯილდოების ცერემონიაზე ინგლისურად საუბრის დროს სცენაზე მდგომებმა მიუთითეს - რუსულად რატომ არ ლაპარაკობო.
როგორც მომღერალი აცხადებს, რუსულად უაქცენტოდ საუბრობს, თუმცა გრამატიკულად გამართულად ვერ ლაპარაკობს.
„რაც იმ მომენტში მომაფიქრდა, ის ვთქვი. ტექსტი წინასწარ არ მომიმზადებია.
ამიტომაც ვერიდები რუსულად ლაპარაკს, რომ ვიღაცის დასაცინი არ გავხდე.
ინგლისურად კარგად რომ ვილაპარაკე, ამიტომ დაიწყეს - რატომ რუსულად არ თქვიო?! მე რა ენაზეც კომფორტულად ვსაუბრობ, იმ ენაზე ვისაუბრე,“ – აღნიშნა მომღერალმა.
http://primetimenews.ge/