
ლელა მებურიშვილს 4 ივლისს ამერიკაში პატარა ალექსანდრე შეეძინა. ლელა ამჯერადაც ჩიკაგოშია და საქართველოში ჩამოსვლას სექტემბრისთვის გეგმავს.
როგორც მსახიობი ჟურნალ „OK“-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ჩიკაგოში დროს მშვენივრად ატარებს.
„ალექსანდრესთან ერთად უკვე ვსეირნობთ და დავდივართ სტუმრად. ალექსანდრეს ერთი მეგობარიც ჰყავს, რომელიც მასზე ერთი კვირით უმცროსია.
ბოლო თვეებში მე და სალი, ფეხბურთელ თორნიკე შენგელიას მეუღლე ხშირად ვიყავით ხოლმე ერთად, ამიტომ ბავშვები მუცლიდანვე მეგობრობენ.
საქართველოში ყველა ძალიან მომენატრა, თუმცა ისეთ ქალაქში როგორც ჩიკაგოა, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი - რასაკვირველია თუ ჩემი პროფესიით ვიქნებოდი დაკავებული და საინტერესო საქმე მექნებოდა. მაგრამ ახლა თბილისში უამრავი ადამიანი გველის, ერთი სული აქვთ როდის გაიცნობენ ალექსანდრეს.
ბაჩო პატარას მე მამსგავსებს. მე კი მგონია რომ ბაჩოს ჰგავს. მგონი ლოყა ეჩხვლიტება და ამით ნამდვილად მე მგავს. პირველი დღიდან მარტო ვუვლი ბაშვს და ძალიან მეხმარება ბაჩო, მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა.
ბედნიერი ვარ რომ ასეთი თბილი და ყველასგან განსხვავებული ადამიანი შემხვდა“ - ამბობს ლელა მებურიშვილი.