-
2014-08-04 12:27
„ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი პერსონაჟი - ცოტნე ცოტაშვილი პოლიტიკიდან სკანდალურად წავიდა.
მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი მისი პერსონაჟის შესახებ საუბრობს.
შემდეგი სეზონისთვის ჩემი პერსონაჟი სერიალში დარჩება თუ არა, არ ვიცი. როდესაც პროექტი ოქტომბერში განახლდება, ალბათ ყველაფერს მაშინ შევიტყობთ...
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს როლი, პირველი საეკრანო სერიოზული როლი იყო. მიხარია, რომ მოწონება დაიმსახურა და როცა განიხილავენ ხოლმე ამ გმირს, მასზე ძირითადად კარგს ამბობენ. ეს სასიამოვნოა...
როცა როლზე ამიყვანეს, მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა, ჩემმა მეგობარმა, რომელიც სერიალში ზაზს როლს ასრულებს, მითხრა, - მნიშვნელოვანია, როლზე როგორ დაიწყებ მუშაობას. როგორც ჰამლეტის მონოლოგზე იმუშავებდი, ისე იმოქმედეო... მეგობრის რჩევა გავითვალისწინე და მგონი, ცუდი შედეგი არ მიგვიღია...
ცოტნეს რაც სჭირს, ღირსია, მაგრამ მეცოდება, რადგანაც მის შინაგან სამყაროს ვიცნობ. ზოგადად როგორი ტიპაჟიც არის, ასეთი ვერ არის კარიერაში, პირადში და ა.შ. რადაგანაც ყველგან იტყუება.
სამსახურშია და (პოლიტიკა) ინტრიგებით არის სავსე, ცოლთან ურთიერთობასაც ვხედავთ, ქალი გაიჩინა იმ მიზნით, რომ იქნებ ამით რეალაქსაცია მიიღოს, მაგრამ იქაც იმდენი ინტრიგა და ტყუილი დახვდა, რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ვერსად ვერ არ რის ისეთი, როგორც საკუთარ თავთან. რამდენჯერმე მარტო რომ დარჩა, კარგად გამოჩნდა მისი ხასიათის სხვა შტრიხები.
ამიტომ ადამიანურად ცოდოა, მაგრამ ტყუილის გზა აირჩია და იღებს იმას, რაც დაიმსახურა.
... ალბათ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის მოვიცლი და მეუღესთან ერთად, სადმე წავალთ. ფაქტობრივად, რაც ჯვარი დავიწერეთ, არსად ვყოფივართ. ქალაქიდან მხოლოდ ერთი-ორდღიანი გასვლები თუ გვქონდა.
ambebi.ge