
სერიალის სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა მაკა ძაგანიას გათხოვების შემდეგ „ფეისბუქზე“ ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.
„ვინმეს გათხოვება ან დაფეხმძიმება თუ გინდათ, ჩცდ-ში გათამაშებთ, მოდით.
ჯერ იყო და ეკა ამირეჯიბი გათხოვდა, მერე მას ანი ტყებუჩავა მიჰყვა, ბოლოს კიდევ ლელა მებურიშვილმა დააგვირგვინა. ცოლიც გათხოვდა და მისი დაქალებიც“ - წერს დევდარიანი.
მის ასეთ სტატუსს სოციალურ ქსელში სხვადასხვაგვარი კომენტარი მოჰყვა:
„კონტრაქტის მსგავსი არაფერი? აირიდებდით ამდენ ცვლილებას...“ - წერს ერთი.
„იუ, კონტრაქტები, ამდენი ხანი როგორ ვერ მივხვდით. კონტრაქტში უნდა ეწეროს, რო უპრეზერვატივოდ სექსი ეკრძალებათ და წინააღმდეგ შემთხვევაში აბორტის ხარჯს ფორმულა კრეატივი აიღებს თავის თავზე,“ - საინტერესო აზრს სთავაზობს მეორე.
„ჩცდ-ში თამაში მინდა დაფეხმძიმება-გათხოვების გარეშე,“ - საკუთარი სურვილი გაამხილა მესამემ.
სოციალური ქსელის მომხმარებელთა კომენტარებს სერიალის პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე გამოეხმაურა.
„პირადი ცხოვრების შეზღუდვა, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების ხარჯზეა მხოლოდ შესაძლებელი, ასე რომ, მოდით შევწყვიტოთ მსჯელობა იმაზე, რაც მხოლოდ ყურმოკვრით იცით და ათასი პრობლემის შემცველი საკითხია. არავინ არის სულელი, რომ საკუთარ თავს შარი აუტეხოს."