-
2014-07-28 13:46
„რეიტინგი“ გადაცემა „1002 ღამის“ წამყვანს საზაფხულო თემაზე ესაუბრა.
„კარგად გასარუჯად წყალი და მზეც საკმარისია ჩემთვის. შესაბამისად, არასდროს დავმწვარვარ, პლაჟზე არ დამიძინია და ა.შ.
საერთოდ, მზე ძალიან მიყვარს, არ მაწუხებს მზის ქვეშ ყოფნა.
მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ მე და მზეს დიდი სიყვარული გვაქვს. არასდროს მიმიმართავს კანის გაახალგაზრდავების ხერხისთვის და არც ვაპირებ.
ტუჩიდანაც გელი უკან ამოვიღე, უკვე ტუჩებიც ბუნებრივი მაქვს, ესეც მომწონს.
მკერდსაც არ ვიზრდი, რადგან მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს, მოკლედ, ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას“, - აცხადებს მაკა შალიკაშვილი.
„რეიტინგი“