
მსახიობი სერიალის გარდა ილიაუნის თეატრის სპექტაკლებშია დაკავებული. სწორედ სპექტაკლში „ანტიგონე“ თამაშის დროს გამოჩნდა მისი წამოზრდილი მუცელი.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, მაკა ძაგანიამ ორი თვის წინ ამავე თეატრის მსახიობსა და გამნათებელზე, 25 წლის გიგა ცერცვაძეზე იქორწინა.
თინას როლში სეზონის ბოლოსაც ისეთი რაკურსით აჩვენებდნენ, რომ მუცელი არ დასტყობოდა. „ჩემი ცოლის დაქალების“ გადამღებ ჯგუფსაც კარგა ხანი არაფერი სცოდნია.
„თინა ამ ეტაპზე გამოეთიშება სერიალს. მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საერთოდ არ გვქონდა გათვალისწინებული ის ამბები, რაც მაკამ სიურპრიზად შემოგვთავაზა. თინას გმირთან დაკავშირებით სხვა გეგმები გვქონდა.
საქმიან კონტექსტში სამწუხაროდ, ისე კი საბედნიეროდ, კარგი ამბავია. ეს მისი პირადი ცხოვრებაა და ჯანმრთელ დედობას და ყველაფერ პოზიტიურს ვუსურვებ,“ - აცხადებს ირაკლი საღინაძე.
http://primetimenews.ge/?page=22&news_id=32326&c=2