
ქართველმა მონაწილემ კონკურის ბოლო დღეს ჟიურისგან მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა.
„არ მჯერა, რაც ჩემ თავს ხდება!!. აქ მოვედი დედაჩემის და ჩემი პროდიუსერის მხარდაჭერით",- განაცხადა ნუცა ბუზალაძემ.
ქართველი მომღერალი მთელი კონკურსის განმავლობაში ქულათა მაქსიმალური ოდენობით ლიდერობდა.
ნუცა ბუზალაძემ კონკურსის ბოლო დღეს კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა "in my dreams" შეასრულა.