
იურმალაში მიმდინარე კონკურსზე ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ლიდერობს, მიუხედავად იმისა, რომ ფილიპ კირკოროვმა ორივე საკონკურსო დღეს 10-10 ქულა დაუწერა.
აშკარაა, რომ რუსი მომღერალი უკრაინელ ვიქტორია პეტრიკის გულშემატკივარია, რომელსაც გამოსვლის დროს კირკოროვი ფეხზე წამოუდგა და ასე დაუჭირა მხარი.
ვიქტორია პეტრიკს და მის დას, ანას კარგად იცნობენ რუსულ შოუბიზნესში. დებმა 2010 წლის საბავშვო „ახალი ტალღა" მოიგეს. ხოლო ანასტასია 2012 წელს საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.
უკრაინელი დებით განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ფილიპ კირკოროვი, რომელმაც პატარა ანასტასიასთან ერთად რამდენიმე დუეტიც ჩაწერა. როგორც ჩანს, რუსი მომღერალი ნუცა ბუზალაძეს სწორედ ამიტომ უწერს დაბალ ქულებს.
http://skandal.ge/?menuid=93&id=4702&lang=1