
გუშინ იურმალაში ახალგაზრდობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „ახალი ტალღის“ გახსნის წინ, ტრადიციულად, „ძინტარის“ საკონცერტო დარბაზთან, წითელ ხალიჩაზე რუსული ესტრადის ბომონდმა მოიყარა თავი.
კონცერტზე მისული მაყურებლის წინაშე პირველებმა ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა გაიელვეს, მათ იანა რუდკოვსკაია და იგორ კრუტოი მიჰყვნენ.
თუმცა საყოველთაო შოკი 65 წლის მომღერლის, ვალერი ლეონტიევის გამოჩენამ გამოიწვია, რომელსაც, როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, ქვედა საცვალი არ ეცვა და მჭიდროდ შემოტმასნილ ტყავის შარვალში აშკარად იკვეთებოდა მისი მამაკაცური ღირსება ერეგირებულ მდგომარეობაში.
ლეონტიევის ამ გამოსვლამ არა მარტო მაყურებელი, რუსული ელიტაც გააოცა და როგორც პრესა იუწყება, საღამოს გამართულ წვეულებაზე საუბრები მომღერლის მამაკაცურ ღირსებაზე შამპანურის ბოკლების წკარუნზე ხშირად ისმოდა.
ლეონტიევის თანამემამულეები ვერაფრით მიმხვდარიყვნენ რითი იყო გამოწვეული მომღერლის ინტიმურის ადგილის ასე გამომწვევი ზომები: ბუნებისგან ბოძებული მონაცემებით თუ ერექციით, რომელიც მის ასაკში არც თუ ისე იოლი მისაღწევია.