რა ჰყვება „კაზანტიპზე“ უკრაინაში გამართული ფესტივალის მონაწილე ქართველი

Image

„ალიასთან“ საუბარში უკრაინული „კაზანტიპების“ მონაწილე  ირაკლი ლატარია ყვება, თუ  რას წარმოადგენს ფესტივალი, როგორ ხდება იქ გართობა და დროის გატარება.

 

 

მისი თქმით, „კაზანტიპი“ ახალგაზრდებისთვის დროის გატარების საუკეთესო  საშუალებაა.

 

„მოკლედ, 30 ივლისიდან, ზუსტად არ მახსოვს, აგვისტოს ბოლომდე იყო ეს „გულიანკა“. ამ პერიოდში, კიევში თუ სადმე კარგი კლუბი იყო, ხსნიდნენ თავიანთ კლუბს სანაპიროზე. უამრავი ქვეყნიდან ჩამოსულან სტუმრები, მე პირადად იქ შემხვედრიან გერმანელები, ჩეხები, ამერიკელები, ესპანელები, თურქები, რომლებსაც თავიანთი ბარები თუ სასტუმროები ჰქონდათ.

 

წამყვანი კლუბების მფლობელები, დიჯეები, მოცეკვავეები, ქმნიდნენ სანაპიროზე გასართობის უმაღლეს მწვერვალს...

 

ლოგიკურად თუ შევხედავთ, სერიოზული პიარი არის ქვეყნისთვის. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს დაასწრეს და სამეგრელოში გაიმართება ის, რაზეც მთელი ევროპა საუბრობდა ყოველთვის...

 

რაც შეეხება „ნაშობას“, რომელზეც ბევრს საუბრობენ ჩვენი ახალგაზრდები, ეგ არც „კაზანტიპის“ გარეშეა პრობლემა არსად, მაგრამ კარგია, როდესაც უამრავი ლამაზი ადამიანი ეწვევა ჩვენს ქვეყანას და აქ რას იზამენ,  მათი საქმეა...

 

„კაზანტიპზე“ ყველაფერი ერთად იყო. კლუბებიც, როგორც სანაპიროზე და იახტები, რომლებშიც დისკოთეკები იმართებოდა, თვითონ სანაპიროზე რომანტიკული გარემო იყო შექმნილი. მგონი, ეს არის სწორედ დასვენება და კარგი დროსტარება.

 

 

რაც შეეხება ნარკოტიკს, მე პირადად არ ვარ მომხმარებელი, მაგრამ ეგ თემა ისეთია, სხვა უამრავ კლუბშიც იშოვიდი მაგას უკრაინაში, როგორც ოდესაში, ისე კიევში და სხვა ქალაქებში “, - ამბობს ირაკლი ლატარია.

 

„კაზანტიპის“ ფესტივალთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა აცხადებს, რომ  მისი უწყება ამ ფესტივალის ორგანიზატორი არ არის.

 

„ორგანიზატორები ისინი არიან, ვინც ამ ღონისძიებას აკეთებენ 22 წელიწადია. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქართულ პოლიციას არანაირი პრობლემა არ აქვს და ფესტივალზე დამსწრეთა უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა გიორგი სიგუამ.

 

 „ალია“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !