
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პროკურატურა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა დაკითხვას გეგმავს.
აღნიშნულ ინფორმაციას მომღერლებიდან სოფო ნიჟარაძე და ნინო ჩხეიძე გამოეხმაურნენ.
„ძალიან გახვედით თავს, დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ეგღა მაკლია მსგავს ღონისძიებებზე ჰონორარით ვიმღერო?! დაბადების დღეზე, გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ მეგობრების წრეში, მათი დაბადების დღის აღსანიშნავად, საჩუქრად თუ მიმიძღვნია სიმღერა და ისიც ჩემი სურვლისამებრ.
რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში შეკვეთილი დაბადების დღეები და აღებული ჰონორარები? ნურას უკაცრავად, ჩემს თავს ცოტა უფრო მაღლა ვაყენებ, დიდი ბოდიში სტატიის ავტორებო!!!'' - წერდა სოფო ნიჟარაძე.
მომღერლის ამ სტატუსზე ნინი ბადურაშვილმა ასეთი კომენტარი მიაწერა: „ერთ კამერაში რომ ჩაგვსვან, ვისთან ჩავაწყო? საერთოდ რა სიტუაციაა ნეტა ქალთა კოლონიაში გავიგოთ ერთი''.
„ცუდად ვარ, ისე ვიცინი“ - მიუწერა პასუხად სოფო ნიჟარაძემ.