
იურმალაში „ახალი ტალღის“ პირველი საკონკურსო დღე დასრულდა. კონკურსში 16 კონკურსანტს შორის საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მონაწილეობს.
ქართველმა კონკურსანტმა პირველივე ტურში ფურორი მოახდინა და ჟიურისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა
პირველი ტურის შემდეგ 76 ქულით ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღის“ ლიდერია.
შემდეგ მოდიან: ვიაჩესლავ რიბიკი (უკრაინა), ვიქტორია პეტრიკი (უკრაინა), ალიშერ კარიმოვი (ყაზახეთი ) 73 ქულა, ნოდარ რევია (რუსეთი) 72 ქულა.