
27 წლის ია უძილაური პირველი ქართველია, რომელმაც ბოდიბილდინგის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა.
როგორც თავად ამბობს, ვარჯიში ორი წლის წინ დაიწყო და როდესაც აღმოაჩინა, რომ სხეულის ფორმები საოცრად შეეცვალა, გადაწყვიტა ამ საქმისთვის ხელი სერიოზულად მოეკიდა.
რამდენიმე კვირის წინ იამ მკერდზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სოციალურ ქსელში პალატაში გადაღებული ფოტოები განათავსა.
ამჯერად სოციალურ ქსელში იახტაზე გადაღებული ფოტოები ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ია უძილაურმა არა მარტო მკერდი, თმის ვარცხნილობაც შეიცვალა და აფრიკული ნაწნავები გაიკეთა.
http://www.reitingi.ge/