
ტელეწამყვანის თქმით, უთანხმოება მალე მოგვარდა და დღეს ის და რეზო კარგი მეგობრები არიან.
„ჩემსა და ნასტიას შორის პატარა გაუგებრობა მოხდა. ის რეზო რობაქიძის შეყვარებულია. არ უარვყოფ, რომ ჩემსა და რეზოს შორის იყო დაპირისპირება იმ ღამეს, როცა პროექტი დავტოვე. ნასტიამ რეზოს არასწორი ინფორმაცია გადასცა, ვითომ ის მე მომწონდა და ამასთანავე შეურაცხყოფაც მივაყენე.
ნასტია არ მომწონდა იმიტომ, რომ ვიცოდი, შეყვარებული ჰყავდა და თან არც ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა. ჩემი და რეზოს უთანხმოება დიდ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, ყველაფერი გასაგებად ავუხსენი და დღეს კარგი მეგობრები ვართ“, - განაცხადა გიორგი ნაზღაიძემ.
„სარკე“