
მსახიობი თინა მახარაძე აცხადებს, რომ ხშირად ქუჩაში შეურაცხყოფას აყენებენ და ამის გამო ცრემლსადენი გაზით დადის, კრიტიკულ სიტუაციაში კი პატრულს იძახებს.
„ადრე ქუჩაში მეტს მაგინებდნენ, ახლა უკვე ნაკლებად, ნახეს, რომ პატრულს ვიძახებ ყველა გინებაზე და შეწყვიტეს... არ მინდა, რადგან მსახიობი ვარ განსხვავებულ პოზიციაში ვიყო.
მეც მინდა წიგნის კითხვა და ჩვეულებრივად მგზავრობა. უფრო ცუდი მხარეც არსებობს, ცრემლსადენი გაზით დავდივარ, რადგან მომყვებიან, სახლთან მელოდებიან, მეძახიან, მემუქრებიან, სიყვარულს მიხსნიან, სახეს იხოკავენ, „ჭედავენ“, სრული სიგიჟე ხდება.
მოკლედ, ან დედას მაგინებენ, ან ისტერიკაში არიან და მადიდებენ, ეს საინტერესო აღარ არის, დამღალა უკვე“, - განაცხადა თინა მახარაძემ.
„სარკე“