-
2014-07-11 20:02
სერიალ „დიდებულ საუკუნეში'' მეჰრიმაჰ სულთნის როლის შემსრულებელი, თურქი მსახიობი, პელინ კარაჰანი გათხოვდა. მისი მეუღლე, ბედრი გიუნტაი ბიზნესმენია.
ეს პელინისთვის მეორე ქორწინებაა. იგი პირველ მეუღლეს, ფიტნესის ინსტრუქტორ ერდინჩემ ბეკიროღლუს რამდენიმე თვის წინ დაშორდა.
როგორც თურქული მედია წერს, ქორწილს, რომელშიც ოთხასი სტუმარი იყო მიწვეული, პატარძლის მამა არ ესწრებოდა.
ბაირამ ალის თქმით, ის შვილმა ქორწილში არ დაპატიჟა.
„უკვე დიდი ხანია, ურთიერთობა აღარ გვაქვს. არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი გოგონა ბედნიერია. მე მას ყოველივე კარგს ვუსურვებ, - აღნიშნა მან.
როგორც ირკვევა, თურქი მსახიობის მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც გოგონა 8 წლის იყო. მას შმდეგ მას მამასთან კონტაქტი მხოლოდ 17 წლისას ჰქონდა და მას შემდეგ მამა არ უნახავს.
„მას არაფერი გაუკეთებია, რომ ჩემთან ურთიერთობა დაელაგებინა'' - აცხადებს პელინ კარაჰანი.


http://www.reitingi.ge/