
„X ფაქტორის“ ნახევარ ფინალში გიორგი გაბუნიამ სოფი სააკაშვილი იაპონურ რობოტს შეადარა. მისი თქმით, სოფის მაყურებლის მხარდაჭერის პრობლემა სულ ჰქონდა.
- ძვირფასი რობოტია. სტეფანემაც თქვა, რომ ჩემმა კომენტარებმა განაპირობა სოფის აუტსაიდერობა. მთლად ასეც არ არის. მე სხვა კონკურსანტების მიმართაც კრიტიკული ვარ, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
- რობოტად თუ მთვლის, ეს მისი საქმე და პრობლემაა. მე ვფიქრობ, არ ვარ რობოტი. თუ ვჭრაჭუნებ და ხმებს გამოვცემ, არ ვიცი - აცხადებს სოფი სააკაშვილი.
- კარგი რობოტია-მეთქი, ვთქვი, - შეასწორა გიორგიმ.
- ეგ აღარ გამიგია. რა მნიშვნელობა აქვს. კარგია, რომ სხვა იაპონურ რაღაცას არ შემადარა და რობოტს შემადარა...
- ხო, ბევრი რამ არსებობს იაპონური... -
http://primetimenews.ge/?page=22&news_id=31184&c=2