
გუშინ, პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ფინალურ ნაწილში აუტსაიდერად გამოცხადებული მიშა მესხი მაყურებლის გადაწყვეტილებას აღარ დაელოდა და პროექტი პროტესტის ნიშნად დატოვა.
„კარგად იყავი გოჩა“, - მიმართა მან სავარაუდოდ გოჩა ჩერტკოევს, რომელიც ჟიურიში არ ჩანდა. როგორც ირკვევა ჩერტკოევი გამარჯვებულის დასახელებას აღარ დაელოდა, რადგან აეროპორტში ეჩქარებოდა.
„გოჩა ჩერტკოევი მიფრინავდა, ეჩქარებოდა და ბოლოს ამიტომ აღარ ჩანდა. ბოლო ნაწილში ჟიური საჭირო აღარ იყო. 5 დღით გაფრინდა და შემდეგ ტურში ისევ აქ იქნება“. - განაცხადა პროექტის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ.
http://primetimenews.ge/?page=22&news_id=30697&c=2