პიანისტს ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიშამ გადააყრევინა ნოტებიო?

Image

ოპერის მომღერალი ალეკო ხომერიკი გერმანიაში  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ვიზიტისას მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს, როდესაც  დაკვრის დროს პიანისტს როიალიდან ნოტების ფურცელი გადაუვარდა, ირაკლი ღარიბაშვილი კი წამოდგა და  დავით ალადაშვილს ნოტები მიაწოდა.

 

 

„ხალხში ვრცელდება აბსურდული მოსაზრება, თითქოს პიანისტმა განგებ გადაყარა ნოტები... მიშამ გადააყრევინა ნოტებიო, ხომ? ბრავო მიშა! თუ პიანისტებს ფულს უხდის, ნოტები დაყარეთ და ღარიბაშვილმა ან სხვა მაღალჩინოსანმა აიღოსო, მაშინ ნამდვილად ეკუთვნის ამერიკის პრეზიდენტობა!..

 

ეს ხუმრობით... ნოტები ვის არ გადაცვენია... სამწუხაროდ ეს კონცერტი არ მინახავს, თორემ შევატყობდი, პიანისტს ნოტები გადაუცვივდა თუ განგებ გადაყარა...

გამოცდილების მიუხედავად, მეც მქონდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა: კრწანისის რეზიდენციაში შევარდნაძე ხავიერ სოლანას ხვდებოდა და მიმიწვიეს, როგორც „გრანადას“ კარგი შემსრულებელი.

 

როიალთან დავდექი დოინჯით და ტექტს ვეღარ ვიხსენებდი. ერთხელ წავიბორძიკე, მეორედ, მესამედ მერე აღარ მოვერიდე და სიმღერა თავიდან დავიწყე. ხავიერ სოლანა სუფრიდან წამოდგა, მოვიდა, ხელი ჩამომართვა, მადლობა გადამიხადა და გადამეხვია... მეც მომსვლია ასე“, - აღნიშნა ალეკო ხომერიკმა.

 

„ეჭვმიტანილი“, დავით ალადაშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

 

„ბერლინის კონცერტზე შემთხვევით გადამივარდა უკვე გადაშლილი ნოტის ფურცელი, პრემიერს კი მადლობის ნიშნად გადავეცი მომდევნო გვერდი...“ - აღნიშნა მან.

 

kvirispalitra.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !