„სანამ დროა“ - ასე ჰქვია ალბომს, რომელიც მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ამჯერად, CD-დისკებზე გამოუშვა.
ალბომი ყველაზე პოპულარულ სიმღერებს აერთიანებს.
CD-დისკს თავად მომღერლის ფოტო აფორმებს.
„დაიბეჭდა ჩემი ალბომები და ვამზადებ იმისთვის, რომ ჩემს მსმენელს კონცერტებზე ვაჩუქო“ - ამბობს მომღერალი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
ალბომი, რამდენიმე თვის ადრე, მსოფლიოს მუსიკალურ პლათფორმებზე ჩაეშვა და საკმაოდ დიდი მსმენელი ჰყავს.