
კანის კინოფესტივალი დაიწყო.
მსოფლიოში ერთ-ერთმა გრანდიოზულმა დაჯილდოვების ცერემონიალმა თითქმის მთელი მსოფლიოს
ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ერთად შეყარა.
ფესტივალზე რეჟისორების ახალი ნამუშევრები გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
რაც შეეხება ქართულ ფილმს, რომლითაც კანის ფესტივალზე წარვდგებით "და ჩვენ ვიცეკვებთ" ჰქვია,
რომლის თრეილერიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა და მას დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. მისი რეჟისორი ლევან
აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight
სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა.
მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ
ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.
წითელ ხალიჩაზე პაპარაცების ობიექტივში ქართველი რეჟსიორი ელდარ შენგელაია და მსახიობი იმედა
კახიანიც მოხვდა.
იხილეთ საფესტივალო ქართული ფილმის თრეილერი.
მარიამ ნებიერიძე