-
2019-05-11 15:29
ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონი, დალი ჩიტალაძე, რომელიც სხვადასხვა სატელევიზიო შოუში მოდის
ტენდენციებს მუდმივად განიხილავს, გვაცნობს და ჩვენთვის რჩევებსაც არ იშურებს, ამ ჯერად პირადად
დაგეხმარებათ სტილის შერჩევაში.
სკოლის გამოსაშვები საღამო, წვეულება, დაბადების დღე , ეს სწორედ ის გამორჩეული დღეებია, როცა გვინდა
ყველაზე კარგად და გემოვნებიანად შევიმოსოთ. თქენთვის მნიშვნელოვანი დღისთვის მოდის ექსპერტი
მოგამზადებთ, გირჩევთ, რა ფერის კაბა და როგორი დიზაინის ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ.
საღამოზე, სადაც საუბრები მხოლოდ მოდაზე იქნება დალი ჩიტალაძესთან ერთად პროფესიონალი სტილისტები და
ვიზაჟისტები თქვენთვის უფასო რჩევებს არ დაიშურებენ . გარდა იმისა,რომ საუბრები სტილზე და მის შერჩევაზე
იქნება, შესაძლებლობა გექნებათ, დალი ჩიტალაძეს დაუსვათ მოდასთან დაკავშირებული ყველა კითხვა და
პასუხიც მიიღოთ. მოდის ექსპერტი სხვადასხვა დიზაინის კაბებსაც მოგარგებთ და სტილისტეთან ერთად
ინდივიდუალურ ვარცხნილობასაც შეგარჩევინებთ.
შეხვედრა 12 მაისს, 14:00 საათზე თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში გაიმართება, დასწრება თავისუფალია.
მარიამ ნებიერიძე