
პროდიუსერი მაია სტეფნაძე ტელეკომპანია "იმედიდან" გაათავისუფლეს.
როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი სოციალურ ქსელში მაია სტეფნაძის გამოქვეყნებული სტატუსი გახდა, აღნიშ
ნულთან დაკავშირებით პოსტი სტეფნაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: ტელეკომპანია "იმედის" დირექტორს, გი
ორგი კალანდარიშვილს და ამ ხელისუფლებას მაგრად არ გაუმართლა, რომ მე ზუგდიდელი ქალბატონის, ია კერ
ზაიასავით გული არ გამისკდა. მე გადავრჩი და ეხლა ვეღარ გამაჩუმებთ! თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამო
მაგდეთ "ფეისბუქზე" დადებული პოსტის გამო, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრი
ვი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი შეფასების გამო, იმის გამო,
რომ მე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე და პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი
პარლამენტის წინ!! თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას!!თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება-სი
ტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირში მითხა
რით, ისე რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის თავიც კი არ შეიწუხეთ!ამბავი კი მდგომარეობს შემდეგში: მას მერე
რაც "ფეისბუქზე" პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ დამიბარა "იმედის" დირექტორმა გიორგი კალანდარიშ
ვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო.
ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე. "იმედის"
ოფიციალურო და არაოფიციალურო მმართველებო, თქვენ გადაწყვიტეთ მე სანიმუშოდ დაგესაჯეთ, რომ ამ ხელი
სუფლების უტიფრად გამპრავებელი ტელევიზიის ვერც ერთმა რიგითმა პატრიოტმა თანამშრომელმა და ჟურნა
ლისტმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა ვეღარ გაბედოს...არ გამოგი
ვათ!!! გარეთ 21-ე საუკუნეა!!! ქართველი ხალხი ყველაფერს იტანს... ოღონდ დროებით... სიტყვისა და აზრის თა
ვისუფლების შეზღუდვა ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა. მე კარგად ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა არ იქნება მარტივი,
რომ წინ მაქვს ათასგვარი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ტალღა, მაგრამ ამ ბრძოლას ვიწყებ იმისთვის, რომ ამ
ქვეყანაში შევქმნა პრეცენდენტი, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერავინ გაბედოს აზრის გამოხატვის გამო რიგითი
თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან. მე მინდა, რომ სხვებს მივცე მაგალითი. არ შეიძლება 21-ე საუკუნეში, რაც
არ უნდა ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სტრუქტურაში მუშაობდე, ეს გაგიბედოს ვინმემ და მითუმეტეს გაუ
ვიდეს" - წერს სტეფნაძე
ის წლების განმავლობაში გია ჯაჯანიძის შოუს "სხვა რაკურსის " პროდიუსერი იყო.
მარიამ ნებიერიძე